საწრეო მუშაობის
რეფლექსია
სკოლა: სსიპ გორის N 10 საჯარო სკოლა
მასწავლებელის სახელი და გვარი: გულნარა ყირიმელი
პირადი
ნომერი: 59001007260
წრის სახელწოდება-,,ფანტაზია
და მარჯვე ხელები“.
ჩემს მიერ,
2019 წლის 19/09----02/12 -ჩათ. ხელოვნებაში განხორციელებული საწრეო მუშაობა,
IV კლასში, სახელწოდებით: ,, ფანტაზია და ხელმარჯვე ხელები“ მოიცავდა ე.ს.გ. მოთხოვნების შესაბამისად, მოსწავლეები გაეცვნენ
ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებს, ასევე გამოიმუშავეს ქსოვის, ქარგვის, კერვის,
ხალიჩის რეწვის პირველადი უნარები. ვფიქრობ საწრეო მუშაობა წარმატებით დასრულდა. მოსწავლეებთან
მუშაობა საინტერესო და სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული.
წრის ჩამოყალიბება გადავწყვიტე, პრობლემის გათვალისწინებით, რადგან მოსწავლეთა უმეტესობას სახლში არ ასწავლიან ხელმარჯვეობას,
კერვას, ქსოვას და სხვა მისთანებს, მშობლებს დროის დეფიციტის გამო არ აქვთ საშუალება
თავად შეუკერონ და მოუქსოვონ საჭირო ტანსაცმელი, მშობლები იძულებულნი არიან მზა სახით
უყიდონ მაღაზიებში და ის ცოდნა, რაც მათ აქვთ ნასწავლი ბებიებისგან, აღარ გადაეცემათ
მათ შვილებს. ამიტომ წრეზე მოსწავლეები ისწავლიან და გაიღრმავებენ პრაქტიკულ
ცოდნას ქართველი რეწვის ოსტატების შემოქმედების
მიხედვით. ნასწავლს დააკავშირებენ ყოველდღიურ
ყოფა-ცხოვრებასთან
.გაუღრმავდებათ ცოდნა და ინტერესი ეროვნული კულტურის მიმართ. საწრეო პროგრამის შედგენისას გავითვალისწინე, მოსწავლეთა
ინდივიდუალური შესაძლებლობები, ინტერესი, თავდაპირველად
შევადგინე სამოქმედო პროგრამა, რომელშიც გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები.
სწავლის პროცესი დამღლელი და მონოტონური რომ არ ყოფილიყო,
წრის პროგრამაში შევიტანე სახალისო აქტივობები,
მოსწავლეებს გავაცანი საწრეო მუშაობის დასახელება, პროგრამა, მიზანი,
შეხვედრების განრიგი. მსურველები გავაერთიანე და დავიწყეთ მუშაობა .საჭირო ინფორმაცია ავტვირთე ჩემს ბლოგზე.
საწრეო მუშაობაში ჩაერთო 20 მოსწავლე.
უნდა ავღნიშნო, რომ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში წრის მუშაობამ. . მოსწავლეები
იძიებდნენ ინფორმაციას და სწავლობდნენ მოხუცებისგანაც. ჩართულები იყვნენ შემოქმედებით
და საინტერპრეტაციო საქმიანობაში. მუშაობდნენ წყვილებში, ჯგუფებში,
ინდივიდუალურად. აქტიურად თანამშრომლობდნენ და კომუნიკაციას ამყარებდნენ ერთმანეთთან.
დაგეგმილი
აქტივობები წარიმართა
გეგმის შესაბამისად,
ყველა მოსწავლე
აქტიურად იყო
ჩართული, ცალკე
აქტივობად დავგეგმე
ქსოვის, ქარგვის, კერვის,
ასევე მოსწავლეთა შორის კომუნიკაცია, თანამშრომლობა, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმა, მარტო და
სხვებთან ერთად გუნდში.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციიდან
გამომდინარე, წრის ყოველი შეხვედრა იყო საზეიმო და სახალისო. აქტივობები დაგეგმილი
იყო მოსწავლეთა ინტერესებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით. ისინი დიდი მონდომებით
ასრულებდნენ ყველა დავალებას. საკუთარი მიღწევებიდან გამომდინარე ჰქონდათ თვითრწმენის
განცდა, მეც მეტი მონდომებით და პასუხისმგებლობით
ვმუშაობდი ჩემს მოსწავლეებთან.
საწრეო მუშაობის მსვლელობის დროს მომიხდა პროგრამის
მოდიფიცირება. მოსწავლეთა ინტერესებიდან და სურვილიდან გამომდინარე, დავამატე ხალიჩების
ქსოვაც.
შემდეგში დაგეგმილ საწრეო მუშაობაში აუცილებლად გავითვალისწინებ
მოსწავლეთა ინტერესს და გამოვიყენებ ქართულ ხალხურ სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ
ორნამენტებს. ასევე მეტად გამოვიყენო კომპიუტერული
ტექნოლოგიები, მეტი ვიმუშაო პროექტებზსაბოლოო ჯამში უნდა აღინიშნოს,რომ მოსწავლეები
კმაყოფილები არიან იმით, რომ ცოდნა გაიღრმავეს, გახდნენ თავდაჯერებულები ქსოვის, ქარგვის,
კერვის დროს, გამოიმუშავეს ის უნარ-ჩვევები,
რაც საჭიროა მარტო, წყვილსა და გუნდში შრომის დროს.
საწრეო მუშაობამ ხელი შეუწყო ხელოვნების საგნის პოპულარიზაციას
სკოლაში, მოსწავლეებს აუმაღლდათ მოტივაცია საგნისადმი. უფრო მეტმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი
სამომავლოდ წრეში ჩართვასა და ღონისძიებებში მონაწილეობაზე. ამრიგად, საწრეო მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლის ესთეტიკურ
აღზრდას, მის შემოქმედებით და კულტურულ პიროვნებად ჩამოყალიბებას. წრის წევრებმა დადებითად შეაფასეს საწრეო მუშაობა და მსგავს პროექტებში
მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. წრეში მონაწილე მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა შეავსეს კითხვარი და გამოთქვეს თავიაანთი
მოსაზრება წრის მუშაობაზე.
წრის
ხელმძღვანელი: გულნარა ყირიმელი
02.12.2019წ
No comments:
Post a Comment